ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება

შიდა ტურნირი ჭადრაკში

სურათი
13 დეკემბერი 2016 წელი

  საბავშვო ბაღებს შორის  ჭადრაკში გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრი მიზნად ისახავს აღსაზრდელებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას , ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და წახალისებას.ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის 5-6 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელებს შორის ჩატარდა ტურნირის პირველი ეტაპი, რაც ითვალისწინებდა საჭადრაკო ფიგურების ცნობას, სწრაფ აწყობას და ჭადრაკთან დაკავშირებულ სამ  კითხვაზე პასუხის გაცემას. აღსაზრდელები  დიდი მონდომებითა და ჩვეული ხალისით ჩაერთვნენ. ტურნირის მსვლელობას ესწრებოდნენ გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი  ზურაბ ზაქარიაძე (იდეის ავტორი).  მსგავსი ტურნირის ჩატარება  დაგეგმილია ყველა საბავშვო ბაღში. ტურნირის მეორე ეტაპი მუნიციპალიტეტის მასშტაბით  გაიმართება უახლოეს მომავალში.

უკან

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031