ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება |
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება ონლაინ-რეჟიმით წარმოებს, მოქალაქეები საბავშვო ბაღში რეგისტრაციას შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია იწარმოებს ააიპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.khelvachaurikids.ge.
ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე აღსაზრდელების ონლაინ რეგისტრაციისას რეგისტრაციის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ, იმ აღსაზრდელებსაც ვისაც 15 სექტემბრამდე უსრულდება შესაბამისი წლოვანება (შესაბამისად ორი, სამი, ოთხი ან ხუთი წელი).
რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება 2023 წლის 21 აგვისტოს და სრულდება 31 აგვისტოს 24:00 სთ-ზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან პრიორიტეტებით გათვალისწინებული სტატუსის მქონე მოქალაქეები:
ა) | შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები; (მსუბუქ ფორმაში) |
ბ) | სასკოლო ასაკის ბავშვები (5 წლის) |
გ) | მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახების შვილები |
დ) | მარტოხელა დედების შვილები |
ე) | დედით ან მამით ობოლ აღსაზრდელებს |
ვ) | ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს |
ზ) | საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების შვილები |
თ) | ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველ მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები); (ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი) |
პრიორიტეტებში აღნიშნული სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ბავშვის დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ ააიპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ს. საკონტაქტო პირი ნაირა ღოღობერიძე - ტელ.: 577 60 36 95
რეგისტრაციის მეორე ეტაპი - 1 სექტემბრიდან მთელი წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ აღსაზრდელი ადგილის არ არსებობის გამო ვერ ჩაირიცხა ტერიტორიულად განკუთვნილ სასურველ საბავშვო ბაღში, სარეგისტარციო ონლაინ-პროგრამა მას განათავსებს სარეზერვო სიაში და ვაკანსიის შემთხვევაში პროგრამა მათ ავტომატურად, რიგითობის მიხედვით ჩარიცხავს.
ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში ბავშვის გადაყვანის მსურველებმა განაცხადის შესავსებად უნდა მიმართონ ააიპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ის ადმინისტრაციას. მშობელმა თან უნდა იქონიოს საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული იქნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ. საკონტაქტო პირი ნაირა ღოღობერიძე - ტელ.: 577 60 36 95
სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ 10 კალენდარული დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.
რიგში მდგომ აღსაზრდელის რიგითი ნომრის გასარკვევად მითითებული უნდა იქნეს თქვენი რეგისტრაციის ადგილი, ბაღის დასახელება და ასაკობრივი ჯგუფი. ამ ოპერციის განხორციელების შემდეგ წითელი ასოებით გამოვა ინფორმაცია რეგისტრირებული და რიგში მდგომი აღსაზრდელების რაოდენობის შესახებ. რიგში მდგომი აღსაზრდელების ჩანაწერზე მაუსის დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა სახელობითი სიით, სადაც ჩამოთვლილია რეგისტრირებული და რიგში მდგომი აღსაზრდელების სახელობითი სია.