ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება |
რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება ყოველი წლის 21 აგვისტოს და სრულდება 31 აგვისტოს 24:00 საათძე. 1 სექტემბრიდან დაიწყება რეგისტრაციის მე-2 ეტაპი, რომელიც იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან პრიორიტეტებით გათვალისწინებული სტატუსის მქონე შემდეგი მოქალაქეები:
ა) | შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები; (მსუბუქ ფორმაში) |
ბ) | სასკოლო ასაკის ბავშვები; (5 წლის) |
გ) | მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახების შვილები; |
დ) | მარტოხელა დედების შვილები; |
ე) | დედით ან მამით ობოლ აღსაზრდელებს; |
ვ) | ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს; |
ზ) | საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების შვილები; |
თ) | ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველ მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები); (ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი) |