ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება |
ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ონლაინ-რეჟიმით წარმოებს, მოქალაქეები საბავშვო ბაღში რეგისტრაციას შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია იწარმოებს ააიპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.khelvachaurikids.ge.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება ყოველი წლის 25 ივლისს და სრულდება 5 აგვისტოს 24:00 სთ-ზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან პრიორიტეტებით გათვალისწინებული სტატუსის მქონე მოქალაქეები:
ა) | შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები; (მსუბუქ ფორმაში) |
ბ) | სასკოლო ასაკის ბავშვები (5 წლის) |
გ) | მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახების შვილები |
დ) | მარტოხელა დედების შვილები |
ე) | დედით ან მამით ობოლ აღსაზრდელებს |
ვ) | ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს |
ზ) | საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების შვილები |
თ) | ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველ მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები); (ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი) |
პრიორიტეტებში აღნიშნული სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ბავშვის დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ ააიპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ს, საკონტაქტო პირი: ნაირა დუმბაძე - ტელ.: 591 98 88 57.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი - ყოველი წლის 6 აგვისტოდან მთელი წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ აღსაზრდელი ადგილის არ არსებობის გამო ვერ ჩაირიცხა ტერიტორიულად განკუთვნილ სასურველ საბავშვო ბაღში, სარეგისტარციო ონლაინ-პროგრამა მას განათავსებს სარეზერვო სიაში და ვაკანსიის შემთხვევაში პროგრამა მათ ავტომატურად, რიგითობის მიხედვით ჩარიცხავს.
ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში ბავშვის გადაყვანის მსურველებმა განაცხადის შესავსებად უნდა მიმართონ ააიპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ის ადმინისტრაციას. მშობელმა თან უნდა იქონიოს საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემული იქნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ. საკონტაქტო პირი: ნაირა დუმბაძე - ტელ.: 591 98 88 57
სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ 10 კალენდარული დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.
რიგშიმდგომ აღსაზრდელის რიგითი ნომრის გასარკვევად მითითებული უნდა იქნეს თქვენი რეგისტრაციის ადგილი, ბაღის დასახელება და ასაკობრივი ჯგუფი. ამ ოპერციის განხორციელების შემდეგ წითელი ასოებით გამოვა ინფორმაცია რეგისტრირებული და რიგში მდგომი აღსაზრდელების რაოდენობის შესახებ. რიგში მდგომი აღსაზრდელების ჩანაწერზე მაუსის დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა სახელობითი სიით, სადაც ჩამოთვლილია რეგისტრირებული და რიგში მდგომი აღსაზრდელების სახელობითი სია.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების (მათ შორის არასრულწლოვნის ან/და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავებაზე
გაცნობებთ, რომ არასრულწლოვნის ბაღში ელექტრონულად დარეგისტრირებისას ა(ა)იპ ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანება - (შემდგომში მონაცემთა დამმუშავებელი- ს/ნ: 448382571; მისამართი: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N25; ახორცელებს რეგისტრაცისას მიღებული პერსონალური მონაცემების, მათ შორის არასრულწლოვანის პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას.
მონაცემთა სუბიექტ(ებ)ის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და წესით, ასევე სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება, მომსახურების გაწევის, ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის, ორგანიზაციის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით. რეგისტრაციის პროცესის დასრულებით თანხმობას აცხადებთ თქვენი (მათ შორის არასრულწლოვანის) პერსონალური მონაცემების ზემოაღნიშნულ ფარგლებში დამუშავებაზე.
მონაცემთა დამმუშავებელი უზრუნველყოფს რეგისტრაციის ფარგლებში მიღებული პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემების დაცვას, ზემოაღნიშნული გულისხმობს, რომ ორგანიზაციის მიერ მიღებული ინფორმაციის გადაცემა დაუშვებელია ნებისმიერი მესამე პირებისათვის, შესაბამისი სასამართლო განჩინების ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე.
რეგისტრაციისას გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა სუბიექტის მიერ სავალდებულოა მისთვის მომსახურების გაწევის საჭიროებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის არ გავლის (ასევე შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერის) შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი ვერ მიიღებს მომსახურებას მონაცემთა დამმუშავებლისგან.
მონაცემების შენახვა ხორციელდება რეგისტრაციის ფარგლებში ასევე ბაღის სერვისით სარგებლობისას სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 4 წლისა. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს მონაცემთა დამმუშავებელს და განახორციელოს მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება.
მონაცემთა სუბიექტი რეგისტრაციის პროცედურის დასრულებით, თანხმობას აცხადებს, რომ მონაცემთა დამმუშავებელმა ბაღში ჩარიცხვის პროცესის გამჭირვალობის ხელშესაწყობად და უკეთ რეალიზებისთვის განათავსოს არასრულწლოვანის სახელი და გვარი საიტზე ჩარიცხული ან რიგში მდგომი აღსაზრდელების დასაიდენტიფიცირებლად.
მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ აქვს შემდეგი უფლებები: მისი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
მონაცემთა დამმუშავებელს ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს განცხადებით, მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით მის მეილზე წერილობით, ოფიცერი მონაცემთა სუბიექტსი მოთხოვნაზე, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: - ნინო თავდგირიძე, საკონტაქტო მეილი ninotavdgiridze715@gmail.com; ტელ: 555162002.